გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

იუვენტუსი ლივერპულს – გვათხოვეთ მამარდაშვილი

გააზიარეთ

ტურინის იუვენტუსს ძალიან სურდა ლივერპულიდან ბრაზილიელი მეკარე ალისონი გადაებირებინა, მაგრამ ეს არ გამოდის და ახლა ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს. ლა გაძეტა დელო სპორტის ცნობით, ტურინელებს ალისონის შემცვლელის, გიორგი მამარდაშვილის იჯარით აყვანა სურს.

აი, რას წერს იტალიური მედია:

„იუვენტუსი მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. სერია A-ს გარდა, გუნდს ევროპის ლიგაში თამაშიც უწევს და პირველი საფიქრალი მეკარის პოზიციის გაძლიერებაა. ჩვენი ინფორმაციით, იუვე ცდილობს ლივერპულს ამჯერად გიორგი მამარდაშვილის იჯარაზე მოელაპარაკოს, რადგან ალისონის ტრანსფერი გართულდა.

ტურინელთა მთავარი სამიზნე ბრაზილიის ნაკრების მეკარე იყო, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ალისონი ლივერპულში კონტრაქტის მიხედვით დარჩენილ კიდევ ერთ წელს გაატარებს. მამარდაშვილი კი, იუვენტუსისთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს, რადგანაც ფინანსური კუთხით მძიმე არ იქნება და მომავალი სეზონის ბოლოს ისევ ალისონზე გადაერთვება, რომლის დამატებაც უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

კლუბის გენერალური დირექტორი დამიენ კომოლი და მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ამ გეგმაზე თანხმდებიან და სურთ გარიგება რაც შეიძლება მალე განახორციელონ. თუმცა, სათადარიგო ვარიანტებიც გააჩნიათ: ესპანელი დავიდ დე ხეა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული მთელი ეპოქის შემდეგ, ფიორენტინაში დამაჯერებლად გამოიყურება; სიაშია გულიელმო ვიკარიოც, ვისაც ტოტენჰემთან მოქმედი კონტრაქტი აქვს, მაგრამ მარტში მიღებული ტრავმის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა“.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ითამაშა: 10 პრემიერლიგაში, 7 ჩემპიონთა ლიგაში, 2 ასოციაციის თასსა და 1 ინგლისის ლიგის თასზე.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები