გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

იყიდება თუ არა დინამო? – კლუბმა ოფიციალური წერილი გაავრცელა

გააზიარეთ

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დინამო თბილისის 60%-იანი წილი გაიყიდა და კლუბის ახალ მფლობელად ხვიჩა მაქაცარია დასახელდა. შეთანხმების მიხედვით, 15 სექტემბრამდე კლუბის დაახლოებით 3.4-მილიონიანი დავალიანება უნდა დაფარულიყო, მათ შორის მთავარი გუნდის სამი თვის ხელფასებიც.

გავრცელებული იყო ასევე ინფორმაცია, რომ მაქაცარია ცდილობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ალექსანდრე იაშვილი გადმოეყვანა.

თუმცა, დღეს დინამო თბილისმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

„არ ვადასტურებთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კლუბის ნაწილობრივ გაყიდვასთან დაკავშირებით. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ „დინამო თბილისთან“ დაკავშირებული ოფიციალური სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ მხოლოდ ჩვენს სოციალურ არხებზე.“

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი