გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კალათბურთის ფედერაციას ისევ სანიკიძე უხელმძღვანელებს

გააზიარეთ

გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა და ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.

წლიური ანგარიშის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ მოახსენა. ასევე, შეაჯამა მისი საპრეზიდენტო პერიოდი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საანგარიშო ყრილობის შემდეგ, გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ერთხმად იქნა არჩეული, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კვლავ უხელმძღვანელებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციას.

ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან დასახელდა ფედერაციის გამგეობის 13 კანდიდატი წევრი, რომლებსაც მხარი დელეგატთა ყველა წევრმა დაუჭირა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი