გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კალათბურთში თასის მეოთხედფინალები დაიწყო

გააზიარეთ

კალათბურთში საქართველოს თასის მეოთხედფინალური სერიები დაიწყო. დარჩენილი რვა გუნდი ოთხთა ფინალში გასასვლელად იბრძვის. სერიები ორმატჩიანია. შესაბამისად, პირველ მატჩებში ფრე მისაღები შედეგია, ხოლო მეორე მატჩის შემდეგ თუ მთლიანობაში თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, დამატებითი ხუთწუთეული მაშინ დაინიშნება.

ერთში ფრე უკვე დაფიქსირდა. რუსთავში ადგილობრივმა გუნდმა ბოლო წამზე მიიღო შორეული სამქულიანი ვსა-სგან და შეხვედრის ძირითადი დრო 87:87. ახლა გამარჯვებულს მეორე თამაში გამოავლენს.

რუსთაველებმა, ფაქტობრივად, მოგებული მატჩი ვერ მოიგეს. ბოლო პერიოდში 16-ქულიანი ჩამორჩენა გაანიავეს, ბოლო წუთზე კი, სამი ქულით დაწინაურებულებმა შეტევა გააცუდეს. ქვემოქართლელებს შეტევისათვის განკუთვნილი დრო ეწურებოდათ და შეუტიეს. ბურთს ვსა-ს გამთამაშებელი, დემარე კინგი დაეუფლა და დარჩენილ ორ წამში ცენტრამდე მისვლა და სროლა მოასწრო. საფინალო სირენა ბურთის ჰაერში ყოფნისას გაისმა, ბურთი კი რუსთაველთა კალათში ჩაეშვა და მატჩიც ფრედ დასრულდა.

სერიის მეორე მატჩი, რომელიც თბილისში, დიღომი არენაზე 24 მარტს გაიმართება.

თბილისი არენაზე კსუ-კავკასიამ თსუ-ს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გმოდგა და უნივერსიტეტელთა გამარჯვებით დასრულდა – 69:64. კავკასიელებმა ვერ შეაჩერეს თსუ-ს ვეტერანი ბექა ბექაური, რომელმაც 15 ქულა, 17 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა.

კიდევ ორი მატჩი დღეს გაიმართება: ქუთაისი ბათუმს ეთამაშება, ხოლო მარგვეთი – რაშს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი