გამოგვიწერეთ

ნაკრები

კანადაც დამარცხებულია, წინ იაპონიაა

გააზიარეთ

შემოდგომის ტესტებზე საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმში მეორე მატჩი გამართა და მეორეც მოიგო. რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა ამჯერად კანადას უმასპინძლეს და 38:17 დავამარცხეთ.

პირველი ტამში ბევრად ნაკლები შეცდომა გვქონდა, დაცვაშიც უკეთ ვირჯებოდით და მეტოქემ ოდენ სამი ქულა აიღო. ჩვენი გუნდი კი, ხელდახელ ცდილობდა თამაშს და ლელოებიც ხაზის მოთამაშეებზეა: ორი შალვა აფციაურმა გაიტანა, ერთიც – დემე თაფლაძემ. თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახა. ისიც ვთქვათ, რომ მესამე ლელო რიცხობრივ უმცირესობაში დავდეთ.

ხაზის მორაგბეების კარგი თამაში მეორეს ტაიმის დასაწყისშიც გაგრძელდა და კიდევ ორი ლელო დავდეთ – აფციაურმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო ერთიც გიორგი კვესელაძის ანგარიშზეა. მხოლოდ მეექვსე ლელო იყო ძალისმიერი, რომელიც თორნიკე ჯალაღონიამ დადო. აბჟანდაძემ სამივე გარდასახა.

ერთია, შესვენების შემდეგ შეცდომებს ვუმატეთ, დისციპლინაშიც მოვიკოჭლებდით, საკუთარი დერეფანიც რამდენჯერმე დავთმეთ და მეტოქეს ორი ლელოს დადების საშუალება მივეცით.

საბოლოოდ, 21 ქულით ვიმარჯვეთ, მაგრამ აშკარად მეტი შეიძლებოდა…

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს იაპონიასთან გამართავს. აზიელებთან ჯახზე ბევრი რამ არის დამოკიდებული – მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას ბევრად უკეთეს განთესვას მიიღებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები