გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კანდიდატთა ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში, „სოლიდარობის საერთაშორისო თასი“ გამარჯვებით დაასრულა. მარკო ესპოზიტოსა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის დასკვნით მატჩში მონტენეგრო 69:63 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თავდაპირველად ჩვენი გუნდი დაწინაურდა და მეორე პერიოდში 22:14-ს იგებდა. თუმცა, მეტოქემ თამაში გამოასწორა და 11 ქულითაც ჩამოვრჩით. მესამე პერიოდში ჩვენმა ნაკრებმა ყურადღება დაცვაზე გადაიტანა, შეტევაც გამოასწორა და ისევ წინ გავიდა, მაგრამ პერიოდის ბოლო წუთზე მეტოქემ ორი სამქულიანი ჩააგდო და ბოლო მეოთხედს ოთხქულიანი ჩამოვრჩენით შევხვდით.

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალურად ყურადღებით ითამაშა და გამარჯვებამდე მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ქულების მოპოვება მოედანზე გასულმა თორმეტივე კალათბურთელმა მოახერხა. ჩვენს გუნდს 12 ქულით ლევან გოგიჩაიშვილმა ულიდერა; 11 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა; ხოლო რომან ჭინჭარაულმა აქტივში 7 ქულა ჩაიწერა; 6-6 ქულითა და 4-4 პასით დაასრულეს შეხვედრა გიორგი კობახიძემ (ასევე 3 მოხსნა) და ლუკა მაზიაშვილმა; 5-5 ქულა დააგროვეს ლუკა ლიკლიკაძემ და ცოტნე ცარციძემ; ბექა ბექაურმა (9 მოხსნა) 4 ქულა ჩააგდო; ასევე 4-4 ქულით დაეხმარნენ გუნდს გიორგი ობგაიძე (5 მოხსნა) და ვახტანგ გაფრინდაშვილი; გეგა წულაიამ 3 ქულა მოიპოვა; ვილი ისიანმა 2 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

12 აგვისტოს საქართველოს ნაკრების ოფიციალური მატჩებისთვის შეკრებას იწყებს. სავარუდოა, რომ კანდიდატების ნაკრებიდან იქ ვინმე აუცილებლად გამოჩნდება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი