გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კაპიტანი ნაკრებს კვიპროსზე შეუერთდება

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, თორნიკე შენგელია ვარჯიშს იწყებს. ნაკრების კაპიტანი გუნდთან ბოლო დროს ერთად არ იმყოფებოდა და ესპანეთში იყო ჩასული. როგორც თავად ამბობდნენ – პირადი მიზეზების გამო. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ შენგელია ესპანეთში ექიმებთან ჩასულა.

„ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო, თოკოს ესპანეთში გამგზავრება გამოკვლევების ჩასატარებლად მოუწია. ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ხვალიდან ჩვენი კაპიტანი ეტაპობრივად დაიწყებს პროგრესულ ვარჯიშს და გუნდს ლიმასოლში შეუერთდება“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.

გამოდის რომ, შენგელია ჩეხეთთან ორივე მატჩს გამოტოვებს – დღეს დახურულსაც, და 21 აგვისტოს – ღიას. თუმცა, მისი ყოფნა ევრობასკეტზე, გუნდისთვის მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ევროპის ჩემპიონატი კი, 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში გაიმართება. კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ, ფლეი ოფიდან მოყოლებული კი, მასპინძელი მხოლოდ ლატვია იქნება.

შეგახსენებთ, ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი კვიპროსზე ითამაშებს, სადაც მასპინძელთა გარდა მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი ეყოლება.

ქართველ კალათბურთელებს პირველი მატჩი 28 აგვისტოს ესპანეთთან ელით.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი