გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კარგი ამბავი – შენგელიამ ვარჯიში განაახლა

გააზიარეთ

ბარსელონას ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლა. ესპანური მედია წერს, რომ დიდი შანსია, თოკომ „ელ კლასიკოში“ ითამაშოს.

შენგელიამ კოჭის ტრავმა ლიგა ენდესას ბოლო ტურში მიიღო და მოედანი თანაგუნდელთა დახმარებით დატოვა. არადა, თამაშის დასრულებამდე წამები რჩებოდა.

თავდაპირველი მოლოდინით ჩვენებურს 2-4 კვირა გაუცდებოდა, მაგრამ საქმე უფრო იოლი გამოდგა და გამოჯანმრთელების პროცესიც მოსალოდნელზე სწრაფად წარიმართა.

თოკოს ტრავმა ბარსელონაზე მეტად ქართველ გულშემატკივრებს ადარდებდათ, რადგან ჩვენს ნაკრებს ნოემბერში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის: 27 ნოემბერს უკრაინას ვუმასპინძლებთ, ხოლო 30-ში ტენერიფეში ესპანეთს ვეთამაშებით.

შენგელია ბარსელონაში პირველ სეზონს ატარებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც არის. ჩვენებურის ევროლიგის მონაგარი 14.0 ქულა, 4.8 მოხსნა და 2.8 პასია, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში – 15.2 ქულა, 2.6 მოხსნა და 2.8 პასი.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი