გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

კარიერის ბოლო წლები იტალიაში – ვარდის სამი შეთავაზება

გააზიარეთ

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ჯეიმი ვარდის ლეგენდალური ლესტერული კარიერა დასრულდა. 38 წლის ფორვარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ვეტერან ფორვარდს იტალიიდან სამი შეთავაზება აქვს. თავდაპირველად, საუბარი ნაპოლიზე იყო, რადგან ანტონიო კონტეს მთავარმა ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ, მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა ნეაპოლურ ვარიანტზე უფრო სერიოზული ცნობები აღარ გავრცელებულა.

ახლა კი ირკვევა, რომ ვარდის გადაბირება კრემონეზესა და კომოს სურთ, მხარეებს შორის კი პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ორივე გუნდი ვარდისთვის კონტრაქტის პირობებს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერის შემთხვევაში, ეს ჯეიმისთვის კარიერაში პირველი არაბრიტანული გამოცდილება იქნება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები