გამოგვიწერეთ

სხვა...

კენჭაძის დისკვალიფიკაცია და ჩამორთმეული ტიტული

გააზიარეთ

მსოფლიოს ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე 20-თვიანი პერიოდით არის დისკვალიფიცირებული.

აი, რა წერია საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს (ITA) განცხადებაში:

„ITA, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (UWW) დამოუკიდებელ ანტიდოპინგურ პროგრამას ხელმძღვანელობს, იუწყება, რომ ქართველმა მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ აკრძალული ნივთიერების, კლომიფენის, დადებითი ტესტის შემდეგ ოცთვიანი დისკვალიფიკაციის ვადა მიიღო.

სპორტსმენს აკრძალული ნივთიერება კლომიფენის ტესტი დადებითი აღმოაჩნდა 2024 წლის 31 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე და 2025 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დროს. კლომიფენი აკრძალულია WADA-ს სიით, როგორც S4.2 ანტიესტროგენული ნივთიერება. აკრძალულია, როგორც შეჯიბრების, ისე სხვა ნებისმიერ დროს. 2025 წლის 4 სექტემბრიდან სპორტსმენს დროებითი დისკვალიფიკაცია ჰქონდა“.

კენჭაძე დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა 2025 წლის 25 მაისიდან დაიწყო, ხოლო შედეგები 2024 წლის 31 ოქტომბრიდან 2025 წლის 4 სექტემბრამდე ყველა ტურნირზე გაუუქმდა. სამწუხარო ის არის, რომ მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად სხვა...