გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარამ მამარდაშვილს მოუგო, ატლეტიკომ ბარსას აჯობა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ქართული დერბი“ შედგა – ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 მოუგო.

დავიწყოთ იმით, რომ ორივე ჩვენებური საკუთარ გუნდებში საუკეთესოები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილმა ორი ბურთი გაუშვა, დანარჩენებზე უკეთესი იყო და რომ არა ქართველი მეკარის კარგი თამაში, ანგარიში უფრო სოლიდური იქნებოდა. დამნაშავე გოლებში? შეიძლებოდა პირველ ბურთზე უკეთესად ეთამაშა, მაგრამ დუეს დარტყმული ბურთი კარში ასხლეტით წავიდა და მამარდაშვილის ზურგს უკან ჩაეშვა.

მეორე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ნევეშის პასის შემდეგ კარგი სამთო მოთხილამურესავით გაძვრა მცველებში, გვერდი მამარდაშვილსაც აურა და ცარიელ კარში შეაგდო.

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში რვა გოლი და ოთხი საგოლე პასი მოუგროვდა.

მამარდაშვილმა თამაში ოთხი სეივით დაასრულა. აქედან სამი მაგარი იყო…

მეორე მეოთედფინალში ბარსელონამ ატლეტიკოს უმასპინძლა და მიუხედავად ფავორიტობისა 0:2 დამარცხდა და საქმე ძალიან გაირთულა.

გარდამტეხი მომენტი 44-ე წუთზე დადგა: კატალონიელებს პაუ კუბარსი ბოლო იმედის ჯარიმის გამო გაუძევეს, იმ ჯარიმას კი, ხულიან ალვარესის გოლი მოჰყვა.

მეორე ტაიმში ალექსანდერ სორლოტმა სხვაობა გააორმაგა და ატლეტიკომ ნახევარფინალისკენ გაიწია…

საპასუხო მატჩები ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები