გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარას გოლით პსჟ საფრანგეთის ჩემპიონია

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონები არიან. პარიზულმა გუნდმა სტუმრად კონკურენტი ლანსი 2:0 დაამარცხა და ტიტული ნაადრევად ირგუნა.

გამარჯვებაში საკუთარი წვლილი კვარაც დაიდო – ჩვენებურმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა და ლიგა 1-ში მერვე გოლი გაიტანა; მეორე იბრაჰიმ მბაიემ შეაგდო. ქართველი შემტევი მაშინ უკვე მოედანზე აღარ იყო – ლუის ენრიკემ 72-ე წუთზე შეცვალა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 27 მატჩში რვა გოლი და ოთხი საგოლე პასი აქვს, მაგრამ გუნდისთვის ბევრად შედეგიანი ჩემპიონთა ლიგაშია, სადაც მისი მონაგარი 15 მატჩში 10 გოლი და ექვსი საგოლე პასია.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები