გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარას დუბლი და პსჟ-ს გამარჯვება

გააზიარეთ

საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-მ გამოტოვებული მატჩი ითამაშა და საშინაო არენაზე ნანტი 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 66 წუთი დაჰყო და ამ დროში დუბლის შესრულება მოასწრო.

ანგარიში ჩვენებურმა პენალტით გახსნა. მომენტი მსაჯმა ვარ-ზე გადაამოწმა. მერე დეზირე დუემ შეაგდო ლამაზი გოლი, რასაც კვარაცხელიამ შედევრი დააყოლა. ხვიჩამ მოედნის ცენტრიდან დემბელეს საჯარიმოსთან მაგარი პასი მისცა, შეტევას მიჰყვა, პასი მიიღო, მცველები გააბითურა და მეკარესაც მოხდენილად გაუტანა.

ჩვენ არ შეგხვედრია გამოცემად, სადაც კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არ დაესახელებინა.

ამ გამარჯვებით პსჟ-ს 66 ქულა გაუხდა და ლანსს ოთხი ქულით გაასწრო. მომდევნო მატჩი პსჟ-ს ანჟესთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები