გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარას საგოლე პასზე მამარდამ ლივერპული ვერ გადაარჩინა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილს ისევ მოუგო – პსჟ-მ კი, ლივერპულს 2:0 ამჯერად სტუმრად აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

კვარას ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ პირველ გოლზე უსმან დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა. მიმდინარე ტურნირზე ჩვენებურს უკვე რვა გოლი და ხუთი პასი მოუგროვდა. ამ კომპონენტში ხვიჩა ხულიან ალვარესს (9+4) დაეწია და ეს დუეტი ახლა მხოლოდ კილიან მბაპეს (14+1) ჩამორჩება).

დემბელემ მერე მეორეც გაიტანა. მამარდაშვილი რისი გაკეთება შეეძლო? მეორე გოლზე უშანსოდ იყო – პსჟ-ს შემტევი პირისპირ დარჩა და ახლოდან გატანა არ გასჭირვებია. ვერც პირველ გოლში დავადანაშაულებთ, მაგრამ გადარჩენა შეიძლებოდა.

პსჟ ნახევარფინალში ბაიერნსა და რეალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მადრიდში ჩასული ბარსელონა კი, ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას თავიდანვე შეუდგა და 24 წუთში ეს საქმე მოლეული ჰქონდა – ლამინ იამალიმ და ფერან ტორესმა კატალონიელები სასურველი ანგარიშით დააწინაურეს.

ბარსას კიდევ ჰქონდა შანსები, მაგრამ ბურთი ადემოლა ლუკმენისგან საკუთარ კარში მიიღო.

ბარსელონა მეორე ტაიმში ცდილობდა ნახევარფინალში გასასვლელი გოლის გატანას, მაგრამ არ გამოუვიდა. ამასთან, მატჩის ბოლოს ფეხბურთელიც გაუგდეს და ფლიკის გუნდი 10 კაცით ვერაფერს გახდა.

ატლეტიკო ნახევარფინალში არსენალსა და გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგს შორის უმჯობესს შეხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები