გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარას საგოლე პასი და მოგებული 11 დუელი

გააზიარეთ

პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის 28-ე ტურში ტულუზა 3:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია საგოლე პასით გამოირჩა.

პარიზელები 23-ე წუთზე დაწინაურდნენ: უსმან დემბელეს საჯარიმოს გარედან უზადოდ გაისროლა და ფანტასტიკური გოლიც გაიტანა; ტულუზელებმა ოთხ წუთში რასმუს ნიკოლაისენის გოლით გაათანაბრეს; გავიდა კიდევ ექვსი წუთი და დემბელემ ამჯერად კვარას პასით გაიტანა; კომპენსირებულ დროში შეიცვალა გონსალო რამოშმა საბოლოო წერტილი დასვა…

კვარაცხელიას კარგი თამაში ჰქონდა, ჭკვიანურად თამაშობდა, პასებსაც არიგებდა… 11 დუელი მოიგო, გატანაც შეეძლო, მაგრამ არ გამოვიდა. არადა, მის თამაშს ეკუთნოდა. ლუის ენრიკემ 67-ე წუთზე შეცვალა, მაგრამ პრესა ნამდვილად კარგი ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას აქტივში ოთხი გოლი და ოთხი საგოლე პასია. ბევრად უკეთესი სტატისტიკა აქვს ჩვენებურს ჩემპიონთა ლიგაში, სადაც რვა გოლით და ოთხი საგოლე პსით იწონებს თავს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები