გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარაცხელიამ გაიტანა, მაგრამ ქოჩორაშვილთან დამარცხდა

გააზიარეთ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა განახლდა. პირველ სათამაშო დღეს სამი ჩვენი ლეგიონერის გუნდი ვიხილეთ. მართალია, სამივე სათადარიგოთა შორის იყო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ქართული გოლი გვეხილა.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლისაბონში გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგთან სათამაშოდ ჩავიდა. კვარა მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. თავიდან სპორტინგი დაწინაურდა, რასაც ხვიჩას ლამაზი გოლი მოჰყვა. ეს კცარაცხელიას მესამე გოლია მიმდინარე ჩემპიონთა ტურნირზე.

პსჟ-მ მოსაგებადაც გაიწია, მაგრამ 90-ე წუთზე თავად გაუშვა და უქულოდ დარჩა. ქოჩორაშვილი მწვრთნელმა მოედანზე ბოლო წამებზე, დროის გასაყვანად და დაცვის გასამაგრებლად შეუშვა.

გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა სერამიკაზე ჩვენებურის ყოფილ გუნდს, აიაქსს უმასპინძლა. გიორგი მწვრთნელმა მოედანზე 72-ე წუთზე შეუშვა. ვილიარეალი იგებდა, მაგრამ ჯერ ერთი გოლი გაუშვა, ხოლო 90-ე წუთზე მეორეც მიაყოლა და ჩემპიონთა ლიგაში უფერულ თამაშს აგრძელებს.

ტურის ცენტრალური ჯახი მილანში იყო, სადაც ინტერი არსენალს დაუხვდა და 1:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში დუბლი ჟესუსმა შეასრულა, რომლის გოლებს შორის სუშიცმაც გაიტანა. მეორე ტაიმში კი, ჟესუსის შემცვლელმა გიოკერეშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მთავარი სენსაცია ნორვეგიაში მოხდა – ბოდო გლიმტმა ჩემპიონთა ლიგაში პირველი მატჩი მოიგო. და ვისთან? მანჩესტერ სიტი 3:1 დაამარცხა.

ბოდო პირველ ტაიმში კასპერ ჰეგის დუბლით დაწინაურდა; შესვენების შემდეგ პეტერ ჰაუგე მესამეც შეაგდო; მართალია, რაიან შერკიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს ამ მატჩში ბოლო გოლი გამოდგა.

მადრიდის რეალმა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე დაამარცხდა მონაკო – 6:1.

ტოტენჰემმა უშუალო კონკურენტ დორტმუნდს უმასპინძლა და მალევე დაწინაურდა. შემდეგ დორტმუნდს ფეხბურთელი გაუძევეს, რასაც სოლანკეს მეორე გოლი მოჰყვა და მატჩის ბედიც გადაწყდა – 2:0.

კაცნაკლულობას ხელი არ შეუძლია კოპენჰაგენისთვის. სკანდინავიელებს გუნდის კაპიტანი დელაინი პირველივე ტაიმში გაუგდეს, რასაც ნაპოლის გოლი მოჰყვა. თუმცა, მეორე ტაიმში კოპენჰაგენმა პენალტის უფლება მოიპოვა. მართალია, ნეაპოლიტანელთა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვერაფერს გახდა – 1:1.

ოლიმპიაკოსმა საშინაო არენაზე ლევერკუზენს უმასპინძლა და უკვე პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდა. მეორეში კი, ანგარიში აღარ შეცვლილა.

ასტანაში კაირატმა ბრიუგეს უმასპინძლა და 1:4 განადგურდა. ცხადია, ფავორიტად ბელგიელები მიიჩნეოდნენ და მარტივი გამარჯვებაც მოულოდნელი არ ყოფილა.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ევროტურნირები