გამოგვიწერეთ

ნაკრები

კვარაცხელია: ნაკრებისთვის მაქსიმალურად ვიხარჯები

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება. 13 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.

ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან, ხოლო ყვითელი ბარათების გადაჭარბების გამო გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს.

ნოემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გასამართი მატჩების შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

„ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს ვითამაშებთ. როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში, ყოველთვის ბედნიერები ვართ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.

ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, მაგრამ ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები“, – თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 15 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები