გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელია ქართველებს შორის გალიდერდა

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელია ქართველებს შორის საუკეთესო ბომბარდირია, ვისაც გოლი ევროპულ ტოპლიგებში გაუტანია. ეს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში მოხდა, სადაც პსჟ-მ სტუმრად ლიონს მოუგო – 3:2.

პარიზელებს სამი ქულის აღება ძალიან გაუჭირდათ და გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებული დროის მეხუთე წუთზე გაიტანეს. პსჟ მანამდეც ორჯერ იგებდა: პირველი უნაი ზაირი-ემერიმ შეაგდო, მეორე ხვიჩა კვარაცხელიამ (ორივე ასისტენტობა ვიტინიამ გაუწია), მაგრამ ლიონმა ორჯერ გაათანაბრა. აი, ბოლო წუთებზე გაშვებულ გოლს კი ვეღარ უპასუხა.

ამ გამარჯვებით პსჟ ლიგა 1-ში გალიდერდა, კვარაცხელია კი – ქართველ ლეგიონერებში.

ეს ხვიჩას 33-ე გოლი იყო ევროპის TOP 5 ლიგებში. კვარამ 28 გოლი სერია A-ში შეაგდო, ხუთიც ლიგა 1-ში. აქამდე კვარას, ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს ტოპლიგებში 32-32 გოლი ჰქონდათ. ახლა კი, კვარაცხელია დაწინაურდა. ეს 24 წლის ასაკში და 109 მატჩში მოახერხა.

ისიც ვთქვათ, რომ კობიაშვილსა და იაშვილს კვალში გიორგი მიქაუტაძეც (27 გოლი) მისდევს, რომელიც, სავარაუდოდ, კონკურენციას თავად კვარაცხელიასაც გაუწევს.

ტოპლიგებში ქართველი ბომბარდირების სრული სია ასეთია (მუქი შრიფტით გამოყოფილია მოქმედი ფეხბურთელები):

1.ხვიჩა კვარაცხელია – 33 გოლი; 2-3.ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი – 32-32; 4.გიორგი მიქაუტაძე – 27; 5.კახა კალაძე – 13; 6.გია გურული – 12; 7.ლევან მჭედლიძე – 11; 8.ზურიკო დავითაშვილი – 9; 9.თემურ ქეცბაია – 8; 10-12.გიორგი ქინქლაძე, ლევან ცქიტიშვილი, არჩილ არველაძე – 7-7; 13.ბუდუ ზივზივაძე – 3; 14-20.რევაზ არველაძე, კახი ცხადაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი აბუაშვილი – 1-1.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები