გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელია წლის საუკეთესო ფორვარდისთვის იბრძოლებს

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ერთ-ერთი ჯილდოსთვის იბრძოლებს. 24 წლის ქართველი წლის საუკეთესო ფორვარდის ნომინაციაში მოხვდა.

თავდაპირველად კვარაცხელია ორ ნომინაციაში იყო – წლის საუკეთესო ფეხბურთელი და წლის საუკეთესო ფორვარდი. ნომინანტების გაცხრილვის შემდეგ კვარა ფორვარდების ხუთეულში მოხვდა.

ხვიჩასთან ერთად ხუთეულში მოხვდნენ: უსმან დემბელე (პსჟ), კილიან მბაპე (რეალი), რაფინია და ლამინ იამალი (ორივე ბარსელონა).

რაც შეეხება წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციას, ხუთეულში კვარაცხელიას ნაცვლად მისივე თანაგუნდელი ვიტინია იქნება.

Globe Soccer Awards მსოფლიო ფეხბურთში წლის გამორჩეულ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფუნქციონერებსა და ორგანიზაციებს 2010 წლიდან მოყოლებული აჯილდოვებს.

Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების რიგით მე-16 ცერემონიალს 28 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროები უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში 2025 წლის დასაწყისში, ნაპოლიდან გადავიდა და ფრანგულ კლუბთან ერთად ხუთი ტიტულის მოგება მოასწრო: საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები