გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარა: ბრაზილიური ტალანტი ყველასგან განსხვავებულია

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი კიდევ ერთ ტიტულს შეუტევს – ლუის ენრიკეს გუნდი ამჯერად საკონტინენტთაშორისო თასის მოპოვებას შეეცდება. ფინალში პარიზელთა მეტოქე ლიბერტადორესის თასის ჩემპიონი, ბრაზილიური ფლამენგო იქნება.

გადამწყვეტი მატჩის წინ, 24 წლის ქართველმა მედიასთან ისაუბრა და ის საყვარელი ბრაზილიელი ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც თავის დროზე პსჟ-ში თამაშობდნენ.

„ძალიან მომწონს ბრაზილიელი ფეხბურთელები. რამდენიმე მათგანთან ერთადაც მითამაშია და წინააღმდეგაც. ჩემი აზრით, ამ ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლები ნეიმარი და რონალდინიო არიან. მათი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ბრაზილიური საფეხბურთო ტალანტი ყველასგან განსხვავებულია…

ფლამენგოსთან იოლი თამაში არ გვექნება. საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ყველაფერი აქვთ, რას საჭიროა. ეს დიდი ბრძოლა იქნება. ჩვენ ამ მატჩისთვის მზად ვართ. თამაშს სრული სერიოზულობით ვეკიდებით და მას მაქსიმალურად მოტივირებულები და სავსე ენერგიით ვხვდებით“, – თქვა კვარამ.

ჟურნალისტებმა ქართველ ფეხბურთელს აზრი პსჟ-ში ლივერპულის ეგვიპტელი ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის შესაძლო ტრანსფერზეც ჰკითხეს.

„სალაჰი შესანიშნავი ფეხბურთელია და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ მის მომავალზე მე რატომ უნდა ვისაუბრო?“, – ღიმილით დასძინა კვარაცხელიამ.

2025 წელს კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო, ახლა კი ფრანგულ კლუბში მეხუთე ტიტულის მოგებამდე ერთი თამაში აშორებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები