გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარა: მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ

გააზიარეთ

პარი სენ ჟერმენისა და ჩელსის ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

ჩვენებურმა 28 წუთში ჯერ საგოლე პასი გაუკეთა ვიტინიას და პარიზელები დაწინაურდნენ; მერე ორჯერ საგოლეს გაისროლა და კომფორტული უპირატესობა დაიბევა – 5:2.

ცხადია, მატჩის შემდეგ კვარაცხელიას მოთხოვნადი რესპოდენტი იყო. მათგან გამოსარჩევია საუბარი ლეგენდარულ დანიელ მეკარესთან, პეტერ შმეიხელთან.

_ მატჩის წინ სათადარიგოთა სკამზე დარჩი…

_ შეტევაში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 10 წუთს ვითამაშებ, თუ – 90-ს. ყოველთვის მინდა ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ეს შევძელი. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი თამაში არ იყო, მთელი გუნდის ძალიან კარგი თამაში იყო. წინ კიდევ საპასუხო თამაშია და მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია შევინარჩუნოთ, რადგან ჯერ ყველაფერი დასრულებული არაა.

_ 5:2 თითქოს უცნაური ანგარიშია, რადგან უფრო თანაბარი თამაში იყო.

_ მაშინაც კი, როცა ანგარიში 4:2 იყო, გოლების გატანა მაინც გვინდოდა და, ეს კარგია. ყველა ფეხბურთელმა შესანიშნავად იმუშავა და ძალიან კარგად ვითამაშეთ.

_ სეზონის დასაწყისში შარშანაც რთული იყო, მაგრამ კარგად დახურეთ. ხედავს თუ არა, მსგავსებას?

_ დიახ, შარშანაც რთული დასაწყისი გვქონდა. იმედია, წელსაც გავიმეორებთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.

კვარაცხელიას ლიგის 10 მატჩი, ექვსი გოლი და ოთხი საგოლე პასი მოუგროვდა.

საპასუხო მატჩი 17 მარტს, ლონდონში გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები