გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარა: ჩვენ ჩემპიონები ვართ და ფრე არ გვაკმაყოფილებს

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურში პარი სენ-ჟერმენი ბილბაოში ატლეტიკს ესტუმრა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

პსჟ-ს 13 ქულა გაუხდა და ფლეი ოფის საგზური ვადამდე გაინაღდა, მაგრამ პარიზული გუნდის მიზანი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაა, რათა პირდაპირ მერვედფინალში მოხვდეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ბილბაოსთან 90 წუთი ითამაშა, ხოლო მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ ვართ პსჟ – ჩემპიონები. შესაბამისად, ყველა თამაშის მოგება გვინდა. ასე რომ, არ ვართ კმაყოფილები ფრით, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად მოპოვებული ქულაა.

ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ჩემპიონთა ლიგის ყველა გუნდი კარგია, ამიტომაც ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავით. ვერ მოვიგეთ, რადგან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ მატჩებში უკეთ უნდა ვითამაშოთ“, – თქვა კვარაცხელიამ.

ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ხუთ მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს.

2025 წელს ლიგის მატჩები აღარ იქნება და 20 იანვარს განახლდება. შესაძლოა, ქართული დუელიც ვიხლოთ – ლისაბონში გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი ხვიჩას პსჟ ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები