გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვერნაძე ფროზინონეს გოლით და საგოლე პასით დაეხმარა

გააზიარეთ

იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჩვენებურის ფროზინონე სპეციას ესტუმრა და 2:0 მოუგო.

ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიშიც სწორედ კვერნაძემ გახსნა. გიორგიმ 37-ე წუთზე ფარეს გედიემისის პასით გაიტანა. მეორე ტაიმში კვერნაძემ თანაგუნდელს ვალი დაუბრუნა – გედიემისმა გიორგის პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კვერნაძეს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 5 გოლი და ოთხი საგოლე პასი მოუგროვდა. ფროზინონე კი, 25 ტურის შედეგ 52 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში ემპოლის უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები