გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

კობიაშვილი: სამოყვარულო ფეხბურთი მნიშვნელოვანია

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახაბერ ჭუმბურიძე, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან, ბერდია ჯიბლაძესთან ერთად, საქართველოს მოყვარულთა ლიგის თბილისის რეგიონალურ ლიგაში მონაწილე კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სფფ-ის ვებ-გვერდის ცნობით, საუბარი მოყვარულთა ლიგის ირგვლივ არსებულ აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს შეეხო. კობიაშვილმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებაში ჩართული თითოეული ადამიანის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი საფეხბურთო პირამიდის პირველი საფეხურის განვითარება, ფეხბურთის ეკო-სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია.

საქართველოს მოყვარულთა ლიგა, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით 2016 წელს ჩამოყალიბდა, რის შემდეგ პროექტში ჩართული ადამიანების რაოდენობა 20 000 რეგისტრირებულ მოთამაშემდე გაიზარდა, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი სამოყვარულო კლუბი აერთიანებთ.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი