
7 ივლისს, უმცროსი ბორჯღალოსნები საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავენ.
ვიტო კოლელიშვილის შეგირდები „ავჭალაზე“ ურუგვაის მეცხრე ადგილის ნახევარფინალის საგზურისთვის შეერკინებიან. ეს იქნება ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ამის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები ქუთაისში გადაინაცვლებენ და დარჩენილ ორ თამაშს „აია არენაზე“ გამართავენ, რადგან 9-16 ადგილების ფლეი ოფები სწორედ იქ გაიმართება.
შეგახსენებთ, თითოეული ჯგუფის მესამეადგილოსნები 9-12 ადგილების ნახევარფინალში (13 ივლისს), ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნები 13-16 ადგილების ნახევარფინალში (12 ივლისს) გადიან.
ორი ტურის შემდეგ საქართველო 2 ქულით ა ჯგუფში მესამე ადგილზეა, ურუგვაის კი, ქულა არ აქვს. სამხრეთ ამერიკელები პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკასთან 7:104, მეორეში კი უელსთან 0:47 დამარცხდნენ. საქართველო პირველ მატჩში უელსს მხოლოდ ქულით ჩამორჩა – 24:25 და ორი ბონუს ქულა აიღო (მცირე სხვაობის მარცხისთვის და ოთხი ლელოს გატანისთვის), ხოლო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 5:33 წააგო.
„ჯუნიორ ბოკესთან“ მძიმე მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილებაა – ორი ხაზში და ხუთი შერკინებაში.
განვლილი შეხვედრის შემდეგ, მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა ლუკა ნარსიამ, ასევე მესამეხაზელმა მიხეილ შიოშვილმა და მეორეხაზელმა გიორგი მეფარიშვილმა. აფრიკელებთან მარქაფიდან ითამაშეს და ახლა დამწყებთა შორის არიან ბურჯი ნიკოლოზ ბალანჩივაძე, კვაჭი დავით არჩვაძე, მეორეხაზელი ანდრია ბილანიშვილი და მესამეხაზელი ირაკლი ყოლბაია, ხოლო მარჯვენა ბურჯი გაბრიელ რაზმაძე, განაცხადში უელსთან მატჩის შემდეგ ბრუნდება.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ მატჩს ატარებს ფრთა საბა ნატროშვილი, ხოლო ჰავბეკად თემურ ძოძუაშვილი ბრუნდება. მოედანზე ამჯერადაც პირველივე წუთებიდან გავლენ მგეზავი მათე მახარაძე, ცენტრები დავით ბარბაქაძე და დათა ახვლედიანი, ფრთა ლუკა ტაბატაძე და ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში. ტურნირის ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ მათე მახარაძე, ლუკა ტაბატაძე, ნიკოლოზ ხალვაში და დავით ბარბაქაძე.
წინა თამაშის შემდეგ მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა და მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ. კვლავ შეცვლაზე არიან ბურჯი საბა ნოზაძე და ხაზის მოთამაშეები – დათა არობელიძე და დემეტრე დევდარიანი. განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი გიორგი ტურაშვილი, რომელიც უელსთან დამწყებთა შორის იყო და მესამეხაზელი გიორგი არძენაძე, ხოლო ჰავბექი გიორგი ხონელიძე ახალგაზრდული ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში პირველადაა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: ნიკოლოზ ხალვაში, ლუკა ტაბატაძე, დათა ახვლედიანი, დავით ბარბაქაძე, საბა ნატროშვილი, მათე მახარაძე, თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: ნიკოლოზ ბალანჩივაძე, დავით არჩვაძე, გაბრიელ რაზმაძე, გიორგი მეფარიშვილი, ანდრია ბილანიშვილი, ირაკლი ყოლბაია, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი;
მარქაფა: გიორგი აღნიაშვილი, გიორგი ტურაშვილი, საბა ნოზაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე; გიორგი ხონელიძე, დემეტრე დევდარიანი, დათა არობელიძე.
იხილე მეტი
-
ტრანსფერები
/ 16 საათის agoშობოსლაიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
გააზიარეთდომინიკ შობოსლაიმ ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. უნგრელი ფეხბურთელი მერსესაიდულ კლუბში 2031 წლამდე დარჩება. შობოსლაი...
ავტორი Giorgig -
ნაკრები
/ 20 საათის agoუმცროს ბორჯღალოსნებში ექვსი ცვლილებაა
გააზიარეთ18 ივლისს, უმცროსი ბორჯღალოსნები 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს ითამაშებენ. ვიტო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 21 საათის agoმსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
გააზიარეთმსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი