გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კრემონეზემ ლორთქიფანიძე კარარეზეში გაანათხოვრა

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და კრემონეზეს ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე კარიერას იჯარის წესით სერია B-ში გააგრძელებს. კრემონეზემ 20 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

ლორთქიფანიძე კრემონეზეს აღზრდილია და ასაკობრივ გუნდებში თამაშის შემდეგ პროფესიონალურ დონეზეც დაწინაურდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც შეცვლაზე.

როგორც ჩანს, კრემონეზეს ხელმძღვანელობას სურს ჩვენებურს მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდდეს, ამიტომაც შანსს რანგით დაბალ ლიგაში მიიღებს.

კარარეზე სერია B-ში 20 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-10 ადგილზეა და ფლეი ოფის ზონას ოთხი ქულით ჩამორჩება. უახლოესი მატჩი, რომელშიც ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღოს, 23 იანვარს არის ჩანიშნული. მეტოქე ქარტველებისთვის კარგად ნაცნობი ემპოლი იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები