გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლეგიონერთაგან კვარაცხელიამ და ლოჩოშვილმა ითამაშეს

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ოსერში მძიმე მატჩი გადაიტანა, მაგრამ სამი ქულა მაინც მოიპოვა. ბრედლი ბარკოლამ მატჩის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გაიტანა.

უნდა ითქვას, რომ გოლში ხვიჩას წლვილიც არის – ჩვენებურის გრძელი პასი საკუთარი საჯარიმოდან უსმან დემბელეზე, ვინაც ბურთი ბარკოლას გააყოლა და…

კვარას თავადაც შეეძლო გატანა. მატჩის დასაწყისში საჯარიმოში დრიბლინგით შევიდა, იქ მცველი გააბითურა, თითქოს გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ დაუბლოკეს. საერთოდაც, კვარა ძალიან აქტიური იყო და შეფასებაც (7.2) მაღალი ჰქონდა – გუნდში მეოთხე მაჩვენებლი.

ამ გამარჯვებით პარი სენ-ჟერმენმა 45 ქულა დააგროვა და ცხრილის თავში მოექცა. თუმცა, ტურის მატჩი ლანსს ჯერ ჩასატარებელი აქვს.

პარიზელები მომდევნო შეხვედრა უკვე ჩემპიონთა ლიგაში უწევს, საკუთარ მოედანზე, ნიუკასლთან.

გერმანიის ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი სტუმრად ზანკტ პაულს გაეჯიბრა და უგოლოდ დაშორდა.

გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და მწვრთნელმა მისი მოედანზე შეშვება საჭიროდ არ მიიჩნია.

ჰამბურგს 18 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას ხუთი ქულა აშორებს. აი, მომდევნო ტურში კი, სერიოზული გამოცდა ელის – შინ მიუნხენის ბაიერნს დაუხვდება.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგი სტუმრად 0:2 დამარცხდა დარმშტადთან.

ლუკას ცუდი მატჩი არ ჰქონია და გუნდში მეორე შეფასება (7.0) ჰქონდა. საინტერესოა, რომ ლოჩოშვილზე უკეთესი შეფასება მხოლოდ მეორე ცენტრალურმა მცველმა, გრუბერმა (7.7) მიიღო.

ნიურნბერგს 25 ქულა დარჩა და მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი, მიუნსტერთან უწევს.

დაჩი ლორთქიფანიძის ახალმა გუნდმა კარარეზემ შინ ემპოლის უმასპინძლა და 3:0 მოუგო. ჩვენებური სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ გასულა. თუმცა, ლორთქიფანიძე კარარეზეში სულ ორი დღის მისულია და მის დებიუტს მომდევნო მატჩებში უნდა ველოდოთ.

კარარეზეს 29 ქულა მოუგროვდა და მერცხრე ადგილზე აინაცვლა, ამასთან ფლეი ოფის ზონას მიუახლოვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები