გამოგვიწერეთ

ნაკრები

ლევან კობიაშვილი: ესპანეთში უსუსური საქართველო ვნახეთ

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა და 2025 წელი შეაჯამა.

„ქართული ფეხბურთისთვის გასული წელი ორ ნაწილად უნდა დავყოთ: პირველი ნახევარი, რომელიც კარგად დავიწყეთ და მეორე ნახევარი სრული იმედგაცრუება. მოგვიწევს რაღაცებზე ფიქრი, რაღაცების შეცვლა…

ყოველდღიურად ვხედავთ, რა ურთიერთობაა შეკრებაზე, გასახდელში… არანაირი პრობლემა არ არსებობს. მაშინ რა არის პრობლემა? პრობლემა კი, ბევრი რამეა…

გასაგებია, ძლიერ ჯგუფში ვიყავით, მაგრამ ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდი ვართ. თამაში შეიძლება წააგო, მაგრამ, რაც მოედანზე ვაჩვენეთ, ეს არ არის გუნდი და ის,  რითიც ვამაყობთ. ყველა წაგება მტკივნეულია, მაგრამ განსაკუთრებული ტკივილი იყო ესპანეთში წაგება. ასეთი უსუსური ნაკრები დიდი ხანია არ მინახავს. სამწუხაროდ, მართლა. ეს არ იყო ის გუნდი, რომელიც ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე იგივე ესპანეთს ეთამაშა…

ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, არ ჩანდა რომ მშიერები ვართ – მშიერები შედეგის, წარმატების მიმართ. ზოგიერთ ფეხბურთელს ბრძოლა ჰქონდა საკუთარ პრობლემებთან, იგივე თავიანთ კლუბებში, რაც ავტომატურად გადმოდის მოედანზე და ცეცხლანთებული არ იყვნენ…

ბოლო წლების წარმატების და კარგი შედეგის ფუნდამენტის ერთ-ერთი მთავარი რგოლი დაცვის ხაზი იყო. შეტევაში რომ საოცარი ხარისხი გვაქვს ინდივიდუალური, ეგ ვიცით, მაგრამ მაგ დროსაც მთავარი იყო დაცვაში სტაბილურობა. მოგებების ფონზე, შეიძლება ამას გულშემატკივრები ყურადღებას არ აქცევდნენ. აი, წლის მეორე ნახევარში დაცვის ხაზი ჩვენი სიძლიერე აღარ იყო. ასეთ დროს ანგარიშში სულ ჩამორჩენაში ხარ  და გატანილი გოლები საკმარისი არაა…

ეს შედეგი დადგა იმიტომ, რომ რაღაცები არასწორად გავაკეთეთ, არ ვიშრომეთ ისე, როგორც მანამდე ვაკეთებდით. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ“, – თქვა კობიაშვილმა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები