
UEFA-ს ვებ-გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
_ როგორი იყო 2025 წელი ქართული ფეხბურთისთვის?
_ ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან EURO 2024-ში მონაწილეობის შემდეგ, ახალ დონეზე გავედით და ჩვენს მიმართ გაცილებით მეტი ყურადღება გაჩნდა.
შეიძლება ისიც ითქვას, რომ არაერთგვაროვანი წელი იყო: სომხეთთან ფლეი ოფში გამარჯვების შემდეგ, ერთა ლიგის B ლიგაში დარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან და თურქეთთან ერთად წარმოუდგენლად რთულ ჯგუფში მოვხვდით.
2023 წელს თანამასპინძლობის შემდეგ, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავედით. ასევე მეორედ ვითამაშებთ 2026 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ზედიზედ ხუთი წელია მნიშვნელოვანი ტურნირების ფინალურ ეტაპზე მონაწილეობს, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა.
_ როგორი იყო გზა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატამდე?
_ ერთი რამ ცხადია – ეს მხოლოდ იღბალი არ იყო. ეს იყო შრომისმოყვარეობისა და კარგი შესრულების შედეგი, მთელი ჩვენი საფეხბურთო ეკოსისტემის მასშტაბით – ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული.
თუ ყველა ერთად იმუშავებს, მაქსიმუმს გასცემთ ყოველდღე, ყოველ კვირას, ყოველ თვე, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ წარმატება მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მივაღწევდით, რადგან ყოველდღე ვხედავ, როგორ ვითარდებიან და შრომობენ ახალგაზრდა მწვრთნელები და ფეხბურთელები. საბოლოოდ, ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ წარმატებას.
რა თქმა უნდა, დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ ძალიან კარგი თაობა გვყავს, ისეთი ცნობილი სახელებით, როგორებიც არიან კვარაცხელია, მამარდაშვილი და გუნდის სხვა წამყვანი ფიგურები. თუმცა, როგორც ხშირად გვინახავს, მხოლოდ კარგი ფეხბურთელები საკმარისი არ არის. ამ წარმატებაში მთელი ქართული საფეხბურთო ოჯახის როლი ძალიან დიდია, ამიტომ ვამბობ, რომ ეს იღბალი არ იყო, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
საქართველოში ყველა ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ნაკრები ისეთ მნიშვნელოვან ტურნირში ითამაშებდა, როგორიც ევროპის ჩემპიონატია და მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს შევძელით და არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღეთ, არამედ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ჯგუფური ეტაპიდან გავედით. პორტუგალია დავამარცხეთ და ესპანეთის წინააღმდეგ თითქმის 40 წუთის განმავლობაში ვლიდერობდით. ეს საოცარი და ძალიან სახალისო იყო. ახლა კი გვინდა შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ და შემდეგ ტურნირზე ვიყოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევრო 2024 არ იყოს პირველი და უკანასკნელი.
_ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ერთა ლიგის როლი ნაკრების განვითარებაში?
_ ერთა ლიგა ფანტასტიკური იდეა და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაგვეხმარა. ჩვენ D ლიგიდან დავიწყეთ და B ლიგაში ვთამაშობთ. ეს უკვე დიდი ნაბიჯია და ჩვენ გვსიამოვნებს უფრო ძლიერ გუნდებთან და ხარისხიან მეტოქეებთან დაპირისპირება.
მეორე მხრივ, ყოველთვის არის ზეწოლა, რადგან ხალხს პროგრესი სურს. ახლა ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ A ლიგაში მოვხვდეთ. რატომაც არა? თუმცა, არსებობს C ლიგაში დაბრუნების რისკიც და კარგად უნდა გვეთამაშა, რომ ფლეი ოფის მატჩებში სომხეთი დაგვემარცხებინა, რათა ჩვენი პოზიცია შენარჩუნებულიყო. მოხარულები ვართ თებერვალში დაგეგმილი წილისყრით და იმით, თუ რომელ ჯგუფში ვიქნებით. ერთა ლიგა დიდ სიხარულს გვანიჭებს. როგორც ვთქვი, ეს ჩვენთვის იღბლიანი შეჯიბრია, რადგან მან მოგვცა შანსი, რომ ევრო 2024-ზე მოვხვედრილიყავით, ამიტომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია.
_ საფეხბურთო კარიერის შემდეფ მწვრთნელობას ადმისტრაციული სამსახური ამჯობინეთ.
_ ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებოდი. წარსულს რომ გადავხედოთ, FIFA-ს რეიტინგში 156-ე ვიყავით და ქართული ფეხბურთისთვის საშინელი პერიოდი იყო. მინდოდა ჩემი გამოცდილება ჩემი ქვეყნისთვის გამომეყენებინა. დარწმუნებული ვიყავი, სიტუაციის გაუმჯობესება შეგვეძლო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ მწვრთნელობას არ ავირჩევდი. თუმცა, ლიცენზია მაინც ავიღე, რადგან ოფიციალურმა პირებმა უნდა იცოდნენ, როგორ მუშაობს მწვრთნელი და რა სამუშაოს მოიცავს.
შევისწავლე ფეხბურთის მენეჯმენტი და ვიგრძენი რომ ოფიციალური პირის როლი შემფერებოდა. ფედერაციის პრეზიდენტად 10-წლიანი მუშაობის შემდეგ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად ამდენს მივაღწიეთ.
_ რამდენად მნიშვნელოვანია ყოფილი ფეხბურთელების წამყვან პოზიციაზე გადასვლა?
_ ვფიქრობ მნიშვნელოვანია. ყველა ფედერაციასა და ქვეყანას აქვს საკუთარი მიზნები და იდეები. აქედან გამომდინარე, ყოფილი ფეხბურთელები მნიშვნელოვან როლებზე საჭიროა.
პარალელურად UEFA-ს იმ კომიტეტებში ვმუშაობ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუმცა, ლიდერის პოზიციებზე ყველა ყოფილი ფეხბურთელი არ უნდა იყოს. თუმცა, როდესაც ასეთი გამოცდილება გაქვს, ეს იდეების შექმნაში გეხმარება.
_ 10 წელია სფფ-ს პრეზიდენტი ხართ. ყველაზე მეტად რომელი მიღწევით ამაყობთ?
_ ორი-სამი წელი უკიდურესად რთული იყო. ჯერ ინფრასტრუქტურის განვითარებით დავიწყეთ. მეტი სტადიონი და სავარჯიშო მოედანი მეტ საბაზისო და ახალგაზრდულ ფეხბურთს ნიშნავს. წლიდან წლამდე ვვითარდებოდით და საინტერესო გზა იყო.
თუმცა, გამოსარჩევი ალბათ საბერძნეთთან ფლეი ოფის მატჩი იყო, როდესაც EURO 2024-ზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. არ მგონია ეს რომელიმე ქართველმა დაიწვიწყოს. ახლაც კი ჟრუანტელი მივლის მის გახსენებაზე. ეგ კადრები არასდროს დამავიწყდება.
როგორც უკვე გითხარით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე სისტემატურად ვმონაწილეობდით დიდ ტურნირებზე. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს საამაყო ამბავია. თუმცა, მთავარი ხვალინდელი დღეა და ახლა იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეს ხელახლა განვიცადოთ.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 22 საათის agoსენსაცია კასპში და ბათუმელთა იოლი გამარჯვება
გააზიარეთსაქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალი სენსაციური შედეგით დაიწყო. A ლიგის კასპის გრიფინმა სუპერლიგელი კსუ 101:98...
ავტორი admin_etablo -
ხელბურთი
/ 1 დღის agoბრძოლა და მარცხი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან
გააზიარეთევროპის ჩემპიონატი სასტარტო მატჩი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ხორვატიის ნაკრებს ეთამაშა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ზამთრის სახეობები
/ 2 დღის agoნიკა ეგაძის ევროპული და ისტორიული ოქრო
გააზიარეთნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. შეფილდში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი