
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტური დასრულდა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანიც გამოდგა.
მიუნხენის ბაიერნმა შარშანდელ აღმოჩენა ბოდო გლიმტთან პირველი ტაიმი უგოლოდ დაასრულა, მაგრამ შესვენების შემდეგ ხუთი გაუტანა.
მაიკლ ოლისე დუბლითა და საგოლე პასით გამოირჩა. თითო გოლი ჯამალ მუსიალამ, ჰარი კეინმა და ალფონსო დევისმა შეაგდეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ხუთი გოლი გავიდა სლავიასა და ლანსის მატჩშიც, რომელიც ყველაზე დრამატული და დაძაბული გამოდგა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე სლავიას ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ 10 კაცით დარჩენილი ორჯერ იგებდა. აქედან მეორე 88-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ დარჩენილ დროში ორი გაუშვა და უქულოდ დარჩა. დინო ტოპმიოლერის გაწვრთნილმა ლანსმა 3:2 მოიგო.
ხუთი გოლი გავიდა კომოსა და ლაიფციგის მატჩშიც. იტალიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ჰქონდა და მშვენივრადაც დაიწყო – სესკ ფაბრეგასის გუნდმა მეტოქე 4:1 გაანადგურა.
პირველ ტაიმში მარტინ ბატურინა ჯერ ლამაზი გოლი გაიტანა, მერე ანასტასიოს დუვიკასს გაატანინა. მეორე ტაიმში კომოს ნიკო პასმა ულიდერა, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა: ჯერ ასანე დიაომ გაატანინა, შემდეგ – მასიმო პერონეს.
ჩემპიონთა ლიგას მოგებით დაუბრუნდა მანჩესტერ იუნაიტედი. ეს გასაკვირიც არ ყოფილა – მანჩესტერელებს მეტოქედ აზერბაიჯანული საბაჰი ჰყავდა. მაიკლ კერიკის გუნდმა საქმე პირველივე ტაიმში მოილია: მათეუშ კუნიამ, ბრუნო ფერნანდეშმა და ბენჟამინ შეშკომ გაიტანეს. შესვენების შემდეგ ლისანდრო მარტინესმაც შეაგდო…
დარჩენილი ორი მატჩი გრედ დასრულდა: სტამბოლში ფენერბაჰჩემ რომას უმასპინძლა და 1:1.
პირველი ტაიმი რომამ ბრაიან კრისტანტეს გოლით მოიგო, მაგრამ მეორეში არჩი ბრაუნმა გაათანაბრა.
იდენტური შედეგი დაფიქსირდა პსვ-სა და შახტარის მატჩშიც. სცენარიც აქაც იგივე იყო: ტაიმი სტუმრებმა მენდოსას გოლით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებს ქულა სერჯიო დესტმა მოუტანა.
საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი უკრაინული გუნდის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
სლავია-ლანსი 2:3
1:0 შტურმი (51); 1:1 სიმა (73); 2:1 შტურმი (88); 2:2 ტოვენი (90); 2:3 აგილარი (90)
მანჩესტერი-საბაჰი 4:0
1:0 კუნია (27); 2:0 ბრუნო ფერნანდეში (42); 3:0 შეშკო (45); 4:0 მარტინესი (68)
ბაიერნი-ბოდო გლიმტი 5:0
1:0 მუსიალა (47); 2:0 კეინი (61); 3:0 დევისი (77); 4:0, 5:0 ოლისე (83, 90)
კომო-ლაიფიცგი 4:1
1:0 ბატურინა (15); 2:0 დუვიკასი (38); 3:0 დიაო (54); 3:1 მაქსიმოვიჩი (58); 4:1 პერონე (90)
პსვ-შახტარი 1:1
0:1 მენდოსა (45); 1:1 დესტი (48)
ფენერბახჩე-რომა 1:1
0:1 კრისტანტე (39); ბრაუნი (48)
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 15 საათის agoხვიჩა კვარაცხელია: შვილთან ერთად ვვარჯიშობ
გააზიარეთპოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ ნომინანტ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. _ თქვენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 16 საათის agoორი განსხვავებული ტაიმი და თსუ-ს მოგება
გააზიარეთმარგვეთი-თსუ 79:86 (22:10; 28:26; 16:25; 13:25) ზესტაფონში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო მარგვეთი საშინაო მატჩებს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 24 საათის agoეროვნული ლიგა: საჩემპიონო რბოლაში ოთხი გუნდია
გააზიარეთგაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. შეიცვალა ლიდერიც და ახლა ცხრილის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი