გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ლივერპული ხარებაშვილს გრძელვადიან პროექტად განიხილავს

გააზიარეთ

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა საქართველოს 21 წლამდე ნაკრებისა და თბილისის დინამოს ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი 60 ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელთა შორის დაასახელა.

ცნობილმა გამოცემა The Guardian-მა

აი, რას წერს გამოცემა 17 წლის ქართველ ფეხბურთელის შესახებ:

„ხარებაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. გუნდის, რომლის რიგებშიც თამაში ხვიჩა კვარაცხელიამ დაიწყო. ბევრი მიიჩნევს, რომ ხარებაშვილს მსგავს დონეზე ასვლა შეუძლია. ის გახდა დინამოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა, ვინც უეფას საკლუბო ტურნირებში იასპარეზა. კონფერენს ლიგაში დებიუტი გასული წლის ივლისში, 15 წლისა და 10 თვის ასაკში ჰქონდა.

ხარებაშვილი ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ საკუთარი მრავალფეროვნება უკვე აჩვენა, რადგან თამაში მარჯვენა შემტევად და ათ ნომრადაც შეუძლია. კარგად აღზრდილმა, შრომისმოყვარემ და ინტელექტუალურმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პოზიციონირებითა და დარტყმებით, ასევე სისწრაფითა და შეტევაში ზუსტი ჩაწოდებებით.

ხარებაშვილს უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში და ევროპის ელიტის ინტერესი მიიპყრო, მის პროგრესს მადრიდის რეალი და ბარსელონა აკვირდებიან. ასევე ითქვა, რომ ლივერპული მარცხენა მცველის პოზიციაზე გრძელვადიან პროექტად განიხილავს“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხარებაშვილს დებიუტი უკვე საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა. ვილი სანიოლმა ზაფხულში ამხანაგურ მატჩებში გამოიძახა და ფარერების ნაკრებთან (1:0) მოგებულ მატჩშიც ითამაშა. ხარებაშვილის სატრანსფერო ღირებულიბა ამ მომენტისთვის 1.2 მილიონი ევროა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი