გამოგვიწერეთ

სხვა...

ლოლუა და ზოიძე ევროფინალში იჭიდავებენ

გააზიარეთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. მედლებისთვის ბრძოლაში თავდაპირველად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ და საქართველოს დელეგაციას ორი მედალი გარანტირებული აქვს. ვახტანგ ლოლუა (55) და რამაზ ზოიძე (77) ფინალში გავიდნენ.

ლოლუა ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაება და ბულგარელი სტეფან გრიგოროვი 9:0 დაამარცხა; ნახევარფინალში კი, სომეხ მანველ ხაჩატრიანს 3:1 აჯობა.

ზოიძემ დიდი გზის გავლა მოუწია და ოთხი მეტოქე დაამარცხა: ესპანელი მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი (8:2), ხორვატი ანტონიო კამენიასევიჩი (9:3), სერბი ალეკსა ილიჩი (5:2) და რეიტინგის პირველი ნომერი, უნგრელი რობერტ ფრიტში (8:0).

პირველ დღეს ევროპირველობაში კიდევ სამი ქართველი ჩაება: ფრიდონ აბულაძემ (63) ფინელი ტინო ტაპიო ოიალა კი დაამარცხა, მაგრამ მოლდოველ ვიტალი ერიომენკოსთან 0:5 წააგო. მოლდოველი ფინალში გავიდა და აბულაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გაიყოლა, სადაც თურქ კერემ კამალს დაეჭიდება.

მძიმეწონოსანი სულხან ბუიძე (130) პირველივე შეხვედრაში უნგრელ დარიუს ვიტეკთან 1:1-ზე დამატებითი მაჩვენებლით დამარცხდა. თუმცა, უნგრელი ფინალში გავიდა და ბუიძე ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებს.

87 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ შვეიცარიელ დამიან ვონ ეუს 10:0 სძლია, ხოლო უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვს ვეღარ გაუმკლავდა – 1:3.

ხვალიდან საქმეში დიმიტრი ხაჩიძე (60), დიეგო ჩხიკვაძე (67), იური ლომაძე (72), გელა ბოლქვაძე (82) და გიორგი მელია (97) ჩაებმებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად სხვა...