გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლოჩოშვილის პირველი გერმანული გოლი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ჩვენებურის ნიურნბერგი შინ ფიურტს 2:2 ეთამაშა.

არადა, ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა – საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დაუხვდა და თავით შეაგდო. ნიურბერგი მეორედაც იგებდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა და ოდენ ფრეს დასჯერდა.

ლოჩოშვილი ხშირად ჩადიოდა მეტოქის საჯარიმოში ბურთს ოთხჯერ შეეხო, 60 პასიდან 52 ზუსტი იყო, ხოლო 10 დუელიდან მხოლოდ ოთხი მოიგო.

ნიურნბერგს 15 თამაშიდან 19 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, ლიდერ შალკეს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები