გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლოჩოშვილმა ჰანოვერს აღზევება ჩაუშალა

გააზიარეთ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგი ჰანოვერს ესტუმრა, რომელსაც გამარჯვება ბუნდესლიგაში გადასვლელ ფლეი ოფში მოსახვედრად სჭირდებოდა. თუმცა, ჩვენებურის გუნდმა მეტოქეს ქულები წაართვა, აღზევებაში ხელი შეუშალა და ამაში ლოჩოშვილის წვლილიცაა.

პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა; 51-ე წუთზე ლოჩოშვილმა ბურთი საკუთარ კარში შეაგდო და მეტოქეს იმედი გაუჩინა, მაგრამ 83-ე წუთზე ქართველმა მცველმა უკვე მეტოქის კარში შეაგდო და მატჩიც 3:3 მორჩა.

ნიურნბერგმა სეზონი 46 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა. თუმცა, ჩვენებურს მშვენიერი სეზონი გამოუვიდა – 33 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

თუ გერმანულ მედიას დავეყრდნობით, ლოჩოშვილი ამ ზაფხულს ნიურნბერგს დატოვებს და, შესაძლოა, ბუნდესლიგაშიც აღმოჩნდეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები