გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიადაზე 56-ე შედეგი აჩვენა

გააზიარეთ

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქმეში საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრებიც ჩაერთო. ჩვენი გუნდიდან ოლიმპიურ სარბიელზე ლუკა ბუჩუკური გიგანტურ სლალომში გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველი დაშვებისას ფინიშის ხაზი 1:28.21 წუთში გადაკვეთა და 61-ე ადგილზე გავიდა; უკეთ გამოვიდა მეორე დაშვებისას – 1:20.57 წუთი, რაც 51-ე შედეგი აღმოჩნდა; ორივე დაშვების ჯამში კი, ბუჩუკურმა (2:48.78) ასპარეზობა 56-ე ადგილზე დაასრულა.

ჩემპიონი ბრაზილიელი ლუკას პინეირო ბროტენი გახდა; ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები შვეიცარიელებმა – მარკო ოდერმატმა და ლოიკ მეიარმა მოიპოვეს.

დღეს ოლიმპიურ სარბიელზე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში გამოვა. მოგვიანებით კი, ფიგურულ ციგურაობაში სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი იასპარეზებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები