გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლუკა ლოჩოშვილი: მიყვარს შეტევაში ჩართვა

გააზიარეთ

გერმანიის ჩემპიონობით ნიურნბერგი მეორე ადგილზეა და მხოლოდ მიუნხენის ბაიერნს ჩამორჩება. თუმცა, ამ კლუბს ხშირად ჰქონია კრიზისი და ლიგებსაც შორისაც მოგზაურობა უცხო არ არის. ასეა წელსაც – მეორე ბუნდესლიგის 16 მატჩში 19 ქულააქვს, ცხრილში მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულა აშორებს.

ნიურნბერგში საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს და, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგადაც. გერმანული მედია ჩვენებურს ცალკე გამოყოფს.

„ბოლო კვირების განმავლობაში ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგის საუკეთესო ფეხბურთელია. ქართველი მოგებული ორთაბრძოლებითა (62,5%) და სისწრაფით (33,84 კმ/სთ) დაცვის საიმედოობას უზრუნველყოფს. ბოლო დროს კი, მეტოქის კართანაც სახიფათოა. ლოჩოშვილმა ბოლოსწინა ტურში პირველი გოლი შეაგდო, ხოლო ბოლო ტურში შალკესთან სულ ცოტა დააკლდა“, – წერს გერმანული მედია.

შეტევაში თავის უნარებსა და შალკესთან გამოუყენებელ მომენტზე თავად ქართველი ფეხბურთელი საუბრობს:

„ზოგადად მიყვარს შეტევაში ჩართვა და მოედნის ბოლო მესამედში დარჩენა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვმარცხდებით. იმ ეპიზოდში უკეთესად შემეძლო მეთამაშა, ფრე კი სამართლიანი შედეგი იქნებოდა…

ბოლო თამაშები რთული გამოგვივიდა, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, ბოლომდე დავიხარჯოთ წლის ბოლო მატჩში და წელიწადი პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ“, – ამბობს ლოჩოშვილი.

გეტყვით რომ, ნიურნბერგს მომდევნო მატჩი 21 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ჰანოვერთან აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები