გამოგვიწერეთ

ნაკრები

მადლობა და ნახვამდის – სანიოლს სვანაძე შეცვლის

გააზიარეთ

UEFA-ს ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო, მაგრამ უმაყურებლო თამაშით გახსნა. ვილი სანიოლის გუნდი გათამაშების სტარტზევე 0:1 დამარცხდა.

ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა უსახური და უფერული ფეხბურთი ითამაშა, რის შემდეგ პრესკონფეენციაზე თავის მართლების რეჟიმში იყო.

დილით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც სანიოლს შეცვლის.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული იმ პერიოდისთვის, როდესაც ისტორიული მომენტი გვაჩუქა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები