გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მათე ხატიაშვილი – ყველაზე მზარდი ევროპაში

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ბოლო პერიოდის მუდმივი პრობლემა გამთამაშებელია. თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრება. ეს იმედი 17 წლის მათე ხატიაშვილია.

საქმე ის არის, რომ ახლახანს ესპანეთში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი 18 წლამდე კალათბურთელებს შორის. ექვსი ესპანური გუნდის გარდა ტურნირში მონაწილეობა ლიეტუვურმა ჟალგირისმა და სერბულმა მეგამიმ მიიღეს.

სწორედ ამ ტურნირზე გაიბრწყინა ხატიაშვილმა, რომელიც ბასკონიას ასაკობრივი  გუნდის ძირითადი გამთამაშებელია, მაგრამ დიდი გუნდის განაცხადშიც არის.

ბასკონია ჯგუფში ბარსელონასთან, მეგასთან და ბადალონასთან ერთად მოხვდა. ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლით გაახერხა ბარსელონასთან (70:63) – 18 ქულა, 10 პასი; ბადალონასთან (74:66) ჩვენებურის მონაგარი 12 ქულა 7 პასია; მეგასთან (88:74) კი გუნდს 14 ქულითა და 9 პასით შეეწია; ნახევარფინალში ბასკონიას მეტოქე ვალენსია (95:65) იყო. აქ მათემ 18 ქულა და 6 პასი მოინაგრა.

და ფინალი: ბასკონია მადრიდის რეალთან 82:92 დამარცხდა, მაგრამ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ქართველი იყო – 29 ქულა, 8 პასი. მათემ 17-დან 11 ორქულიანი, შვიდიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.

ხატიაშვილის კარგი თამაში არ გამორჩენია გამოცემა NBAdraftpoint-ს. აი, რას წერენ ქართველ გამთამაშებელზე.

„იმ სკაუტებისთვისა და კოლეჯების კლუბების მწვრთნელებისთვის, რომელთა საქმეც ნიჭიერ ახალგაზრდებზე დაკვირვებაა, რეალისა და ბასკონიას მატჩი აუცილებლად უნდა უყურონ. თამამად ვიტყვით, ასაკობრივ დონეზე წლეულს ასეთი თამაში არ ყოფილა.

ინდივიდუალური ქმედებებით ბასკური კლუბის უკანახაზელი მათე ხატიაშვილი უნდა გამოვარჩიოთ. ქართველი კოლეჯების ლიგისთვის ძალიან პერსპექტიულ კალათბურთელად მოსჩანს, რომელიც კარგად კითხულობს თამაშს და როგორც საშუალო, ასევე შორეული დისტანციიდან დახვეწილი სროლა აქვს. უდავოა, ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კალათბურთელია. მათეს ჩინებული ფიზიკური მონაცემები აქვს და ბასკონიას თამაშს ჭკვიანურად წარმართავს“.

შეგახსენებთ, ხატიაშვილმა საქართველოს ნაკრების მაისური ნოემბერში უკრაინასთან მატჩში ექვსი წუთით მოირგო, ხოლო ესპანეთში 21 წუთი ითამაშა და 10 ქულა მოინაგრა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი