გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მამაგეიშვილის გოლი შტურმს საჩემპიონოდ არ ეყო

გააზიარეთ

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის შტურმმა ვენის რაპიდი 2:0 კი დაამარცხა, მაგრამ ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა. პირველ ადგილზე ლინცერი გავიდა, რომელმაც მეორე ვენურ გუნდს, აუსტრიას 3:0 აჯობა.

კიტეიშვილი ძირითადში იყო, მამაგეიშვილი კი, საქმეში 62-ე წუთზე ჩაერთო და 88-ზე გოლიც გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო აღმოჩნდა.

კიტეიშვილი კი, სეზონში გატანილი 15 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შეგახსენებთ, კიტეიშვილი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

თუმცა, შტურმი ჩემპიონთა ლიგაში მაინც ითამაშებს, მაგრამ ჯგუფურ ფაზაში შესვლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეეცდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები