გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მამარდაშვილი პრემიერლიგაში მეთხუთმეტეა

გააზიარეთ

გამოცემა Givemesport-მა ინგლისის პრემიერლიგის ტოპ 20 მეკარის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილს ლივერპულელი ალისონ ბეკერი იკავებს, რომელიც გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი და მერსისაიდელთა ძირითადი მეკარეა; მეორე ადგილზე დავიდ რაიაა; მესამე ადგილს კი, ჯანლუიჯი დონარუმა იკავებს.

აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდა ასევე ლივერპულის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.

აი, რა წერს გამოცემა მამარდაშვილზე:

„ბოლო წლების განმავლობაში ლივერპულს ალისონ ბეკერის ყოლის ბედნიერება აქვს. ერთია, ბრაზილიელს ასაკი ემატება და ეს ყველაფერი ტრავმებზეც მოქმედებს. ამიტომ საჭირო იყო „ენფილდზე“ მისი მემკვიდრის მოყვანა.

ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს იყიდა ვალენსიადან და პრაქტიკის გამო ერთი სეზონი ესპანეთში დატოვა, სადაც 34 შეხვედრაში კარი მშრალად რვაჯერ შეინახა. ალისონის ტრავმის გამო ქართველ მეკარეს ბოლო კვირების განმავლობაში რეგულარულად თამაშის საშუალება მიეცა და მიუხედავად იმისა, რომ „წითლებს“, როგორც გუნდს, პრობლემები ჰქონდა, მამარდაშვილმა შთაბეჭდილება მაინც მოახდინა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, როდესაც მწვრთნელისთვის პირველი არჩევანი გახდება“.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა პრემიერლიგის ხუთ მატჩში ითამაშა, კარი მშრალად ერთ მატჩი შეინახა და შვიდი გოლი გაუშვა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები