გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მამარდაშვილი რეალისთვის ემზადება

გააზიარეთ

ხვალ ლივერპული საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს დაუხვდება. სადღეისოდ ცნობილი ის არის, რომ მასპინძელთა კატში გიორგი მამარდაშვილი ჩადგება. ეს ამბავი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააჟღერა.

„ხვალინდელ მატჩში ვერ ითამაშებს ალისონი, ფრიმპონგი და ისაკი. მეტიც, ჟერემი და ალისონი კვირასაც ვერ ითამაშებენ. ისაკთან დაკავშირებით კი უნდა მოვიცადოთ. სიტისთან ძირითად შემადგენლობაში ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა, განაცხადში იყოს. ის ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს გუნდთან ერთად“, – თქვა სლოტმა.

ლივერპულს სანაკრებო პაუზამდე ეს ორი თამაში აქვს და შემდეგი მატჩი 22 ნოემბერს, ნოტინგემთან უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები