გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მამარდაშვილმა პენალტი აიღო, ლივერპულმა მაინც წააგო

გააზიარეთ

პრემიერლიგის მე-11 ტურში მანჩესტერ სიტი შინ ლივერპულს დაუხვდა და 3:0 მოუგო.

თამაში თავიდანვე მანჩესტერელთა შეტევებით დაიწყო და იბრაჰიმსა კონატეს შეცდომის შემდეგ ჯერემი დოკუმ მამარდასთან პირისპირ დარჩა და პენალტი „აკიდა“. ბურთთან ერლინგ ჰოლანდი მივიდა, მაგრამ 25 წლის ქართველმა ნორვეგიელს აჯობა და არ გაატანინა.

და მაინც, 29-ე წუთზე ნორვეგიელმა მაინც გაიტანა: ნუნეშის ჩაწოდების შემდეგ ჰოლანდმა შორეულ კუთხეში შეაგდო; ტაიმის კონპენსირებულ დროში ნიკო გონსალესმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი გზად ვან დაიკს მოხვდა და კარში შევარდა.

ამ გოლებს შორის თავად ვან დაიკმაც გაიტანა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ არ ჩაუთვალეს – თამაშგარე დაფიქსირდა.

63-ე წუთზე დოკუმ საჯარიმოს გარეთ ბურთი მარჯვენა ფეხზე ერთი მოძრაობით გაისწორა და შორეულ კუთხეში დაარტყა და მატჩის ბედი აქ გადაწყვიტა.

ლივერპული 18 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო მამარდაშვილი, ვინაც სიტისთან სამი სეივი შეასრულა, ნაკრებში ჩამოვა და ხვალიდან ესპანეთთან და ბულგარეთთან სათამაშოდ თბილისში მოემზადება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები