გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილისა და ბითაძის მოგებები

გააზიარეთ

NBA-ში მოთამაშე ორივე ქართველის გინდმა წინასასეზონო მატჩები გამართა და ორივემ მოიგო. საინტერესო ის არის, რომ ორივე ჩვენებურმა მოედანზე საკმარისი დრო გაატარა.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა 113:112 ვაშინგტონ ვიზარდსი დაამარცხა. სანდრო პიოლტლის არყოფნაში სასტარტო ხუთეულში იყო და ნორმალური სტატისტიკა ჰქონდა. 26 წლის ქართველმა 19:40 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ შვიდიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ოთხივე სამქულიანი კი ააცილა. მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტო მეტოქეზე ექვსი ქულით მეტი ჩააგდო.

გოგა ბითაძის ორლანდომ კი, 120:104 მაიმი ჰითს მოუგო. ბითაძე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და პარკეტზე 17:20 წუთი დაჰყო. გოგას მონაგარი 2 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრაა. ჩვენებურმა სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ორჯერ სცადა და უშედეგოდ. ქართველის მოედანზე ყოფნისას ტორონტომ 16 ქულით მეტი ჩააგდო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი