გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილისა და ბითაძის გუნდებმა მოიგეს

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და 123:107 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23:18 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ეს ყველაფერი ბურთის დაუკარგავად მოახერხა და მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტომ მეტოქეს სამი ქულით აჯობა.

ტორონტო 31 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი, ინდიანა პეისერსს უმასპინძლებს.

ბევრი იწერებოდა გოგა ბითაძის შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ ორლანდოში დარჩა. თუმცა, გუნდის მწვრთნელი ისევ არ ენდობა. ორლანდომ ბრუკლინი საკუთარ არენაზე 118:98 დაამარცხა. გოგას კი, სათამაშო დრო მხოლოდ მაშინ მისცეს, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ბითაძემ პარკეტზე ექვსი წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ სამიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნისას ორლანდომ ექვსი ქულა წააგო.

ბითაძის გუნდი 26 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი, იუტა ჯაზს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი