გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის და ბითაძის ქულები მოსაგებად არ ეყო

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ ამერიკაში, ხოლო გოგა ბითაძის ორლანდომ – ევროპაში.

დავიწყოთ ამერიკით: ტორონტო ლოს ანჯელეს ლეიკერსს ესტუმრა და 93:110 დამარცხდა. არადა, „რეპტილიებმა“ პირველი მეოთხედი 30:23 მოიგეს, მაგრამ დარჩენილი დრო ცუდად ითამაშეს.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 24:24 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოინაგრა. სანდრომ შვიდიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანები და საჯარიმოები ერთნაირი სიზუსტით ისროლა – ხუთიდან ორი. მამუს დაკარგვა არ ჰქონია, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი ტორონტომ 13 ქულით ნაკლები დააგროვა. სანდროზე მეტი ქულა ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო: ლეიკერსიდან დეანდრე ეიტონმა, ლუკა დონჩიჩმა (25-25) და ლებრონ ჯეიმსმა (24), ხოლო ტორონტოდან სკოტი ბარნსმა (22).

ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებითა და 19 მარცხით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, გოლდენ სტეიტთან ითამაშებს.

ორლანდო და მემფისი ტურნეს ევროპაში მართავენ და ბერლინის შემდეგ ლონდონში ჩავიდნენ, სადაც ბითაძის გუნდი 109:126 დამარცხდა.

გოგამ მოედანზე 15:02 წუთი დაჰყო და ამ დროში მშვენიერი სტატისტიკა ჰქონდა: 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება. ამასთან, 100%-იანი სიზუსტით ისროლა – ოთხიდან ოთხი ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო. პასივში ორი დაკარგვაც ჰქონდა და მისი პარკეტზე ყოფნისას „ჯადოქრებმა“ ორი ქულა წააგეს.

ორლანდო 23 მოგებით და 19 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩს უკვე ამერიკაში ითამაშებს და შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი