გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის მოგება და ბითაძის მარცხი

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ქართველების გუნდებმა სხვადასხვა შედეგით დაასრულეს.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო საკუთარ მოედანზე ჩვენებურის ყოფილ გუნდს, მილუოკი ბაქსს ეთამაშა და 128:100 გაიმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელმა 23 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოინაგრა. მამუკელაშვილმა შვიდიდან სამი ორქულიანი და ხუთიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ერთადერთი დაკარგვა ჰქონდა. ქულების მიხედვით სანდრო გუნდში მესამე იყო, ხოლო პლუს-მინუსით საუკეთესო.

გოგა ბითაძის ორლანდო კი, ატლანტა ჰოუკსთან დამარცხდა – 112:127. გოგამ მოედანზე 13 წუთი გაატარა. ამ მცირე დროში მისი მონაგარიც მწირი იყო – 4 ქულა, 4 მოხსნა 2 პასი. თუმცა, რაც ისროლა ყველაფერი ჩააგდო – ერთი ორქულიანი და ორი საჯარიმო.

სადღეისოდ ტორონტოს ოთხი მოგება და ოთხი მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა, ხოლო ორლანდოს სამი მოგება და ხუთი მარცხი და მე-12 ადგილი. მომდევნო მატჩს ტორონტო ატლანტასთან ითამაშებს, ხოლო ორლანდო – ბოსტონთან.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი