გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის 10 ქულა და ტორონტოს მარცხი

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი სათამაშო დღეს, საქმეში მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილი ვიხილეთ. ჩვენებურის ტორონტო რეპტორსი სტუმრად ფილადელფია სიქსერსს 120:130 დამარცხდა.

მამუმ მოედანზე გატარებულ 17 წუთში თავი 10 ქულას, 3 მოხსნას, 2 პასს, 2 ჩაჭრასა და დაფარებას მოუყარა. ქართველმა ორიდან ორი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტომ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და ახლა ხუთი მოგების წილ, ამდენივე მარცხი აქვს. შედდეგად, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს, ბრუკლინთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი