გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის 14 ქულა და ტორონტოს მარცხი

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა მინესოტა ტიმბერვულვზს უმასპინძლა და 126:128 დამარცხდა.

მწვრთნელმა მამუკელაშვილი ამჯერად საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩართო, მაგრამ მოედანზე მაინც სოლიდური დრო გაატარა – 31:34 წუთი. ჩვენებურმა 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

მამუმ ხუთი ორქულიანიდან სამი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან – ორი, ხოლო ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი სრული თანაფარდობა იყო.

ტორონტოს 30 მოგება და 22 მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილის ტოლფასია. მომდევნო მატჩს კანადელები 6 თებერვალს, ჩიკაგოსთან, შინ ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად კალათბურთი