გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი: აფეთქებები სტაბილურობაზე გადავცვალე

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილი კარგ სეზონს ატარებს. აქამდე ჩვენებური სასტარტო მატჩებში ასე რეგულარულად არ გამოჩენილა. ახლა კი რვავე მატჩი ითამაშა. თუმცა, იყო შემთხვევა ნაკლები დრო დაუთმეს, რამაც საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი გაუფუჭა.

ჩვენებური პარკეტზე საშუალოდ 16.7 წუთს ატარებს, რა დროშიც 7.6 ქულას, 2.6 მოხსნასა და 2.1 პასს აგროვებს. აღსანიშნავია, რომ თამაშიდან 62.1%-ით უტევს, სამქულიანებში 45.5% აქვს, ხოლო საჯარიმოებში – 80.0%.

ამ ფაქტით ჩვენებური გახარებულია, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს.

„მინდა, რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივიღო და დავამტკიცო, რომ ამ წუთებს ვიმსახურებ. NBA-ში გატარებულ საწყის ოთხ სეზონში მხოლოდ გარკვეული აფეთქებები მქონდა, ახლა უფრო სტაბილურობისკენ მივდივარ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ნაკრებში და კლუბში სხვადასხვა ფუნქციები და როლები მაქვს“, – ამბობს მამუ.

ტორონტო ოთხ-ოთხი მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩში ატლანტას ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი