გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი თამაშობს, ბითაძეს დრო არ ეძლევა

გააზიარეთ

NBA-ში „ოლ სტარით“ გამოწვეული პაუზის შემდეგ რეგულარული სეზონი განახლდა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მართალია ორივემ მოიგო, მაგრამ ერთი ჩვენებური პარკეტზე არ გასულა.

გოგა ბითაძის ორლანდომ სტუმრად საკრამენტო 131:94 გაანადგურა. მიუხედავად ამხელა სხვაობისა, „ჯადოქრების“ მწვრთნელმა გოგას წამიც არ დაუთმო. არადა, განაცხადში მყოფი ყველა კალათბურთელი ათამაშა.

ორლანდოს 29 მოგების წილ, 25 მარცხი აქვს და კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევო მატჩი ფინიქსთან სტუმრად უწევს.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო სათამაშოდ ჩიკაგოში ჩავიდა და 110:101 იმარჯვა. მამუკელაშვილმა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ დიდი დრო არც მას მისცემია. თუმცა, მამუს თამაში საერთოდ საეჭვოც იყო, რადგან მატჩის წინ მცირე ტრავმაზეც საუბრობდნენ. საბოლოოდ, ჩვენებურმა პარკეტზე 15:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა სამიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტომ მეტოქეზე რვა ქულით ნაკლები ჩააგდო.

რეპტორსს 33 მოგება, 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი, მილუოკის ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი